თავში

ოზურგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა

ოზურგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა
ოზურგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში დღეს სულ 4 შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ განაცხადა, ამჟამად ეპიდემიოლოგები სამივე ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ.

ამ დროისათვის ოზურგეთში კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ეს დღეს მეოთხე შემთხვევაა. ინფიცირების წყარო ცნობილია. ეპიდემიოლოგები იკვლევენ კონტაქტებს. ისინი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები და ხვალ მოხდება მათი ბიოლოგიური მასალის კვლევა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათ შესაბამისი პროფილის კლინიკებში გადაიყვანენ“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system