თავში

პაატა ბურჭულაძე საქართველოში ჩამოვიდა და შიმშილობას იწყებს

პაატა ბურჭულაძე საქართველოში ჩამოვიდა და შიმშილობას იწყებს
პაატა ბურჭულაძე საქართველოში ჩამოვიდა და შიმშილობას იწყებს

ცნონილი საოპერო შემსრულებელი პაატა ბურჭულაძე მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. ის აღნიშნული მიზეზით საქართველოში დღეს დაბრუნდა.

ჯერ უცნობია, სად აპირებს მომღერალი შიმშილობის დაწყებას, თუმცა განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს ის შიმშილობს კონსერვატორიაში იწყებს, სიცრუეა.

"გარდა იმისა, რომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში, კიდევ გამოაქვეყნეს სამარცხვინო კადრები, შეგვარცხვინეს მთელი საქართველო, ამიტომაც მე ჩამოვედი. მე მინდა ჩემი მოკრძალებული პროტესტი გამოვთქვა და დღეიდან დავიწყო შიმშილობა, შევუერთდები მე ჩემებურად, მე არ მინდა მონაწილე ვიყო ჩემი პრეზიდენტის გარდაცვალების, თუ ჩვენ დავკარგეთ სააკაშვილი, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, დავკარგავთ მკაფიო და ნათელ წარსულს, რომელიც ჩვენ გვქონდა" - განაცხადა ბურჭულაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს დეპუტატებმა და ექიმებმაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system