თავში

პაატა იმნაძე: ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას

პაატა იმნაძე: ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას
პაატა იმნაძე: ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. მათ შორის, პაატა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა სამედიცინო ხელთათმანის არასწორ გამოყენებაზე.

„ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე დევს ნებისმიერი პროტოკოლი, დაწყებული ვთქვათ, პირადი და ინდივიდუალური უსაფრთხოების დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, დევს მისი ვიდეოგაკვეთილიც და მოვუწოდებ მათ, კიდევ კარგად ნახონ ეს ყველაფერი. მე მესმის, ჩემი კოლეგები შეშფოთებული არიან, მაგრამ არის გარკვეული წესები და მინდა ყველას ვუთხრა, რომ ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძობას, იმიტომ, რომ როცა ხელთათმანი გვიკეთია, ხელს ზუსტად ისევე უნდა დამუშავება ძალიან ხშირად სპირტის შემცველი სადეზინფექციოთი. რა განსხვავებაა ხელთათმანიან ხელს მივიდებთ მერე სახეზე, თვალზე მოვიკიდებთ ან ნიღაბს გავისწორებთ - ავიწევთ, ჩავიწევთ და სამწუხაროდ, მე ამას ვუყურებ ხოლმე და რა განსხვავებაა, თუ მობილურ ტელეფონს ხელთათმანიანი ხელით ავიღებთ? ამიტომ ძალიან კარგად გავითავისოთ ეს ქცევები და ეს განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს ეხებათ, თუმცა, სხვებსაც. იგივე მაღაზიებში მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი ხელთათმანით. ეს კარგად უნდა გაითავისოს, კანიდან არაფერი იჭრება შიგნით, ეს ხელები იმიტომ არის საფრთხილო, რომ მერე ამ ხელით ვეხებით სახეს, პირს ან ცხვირს ან თვალს და ასე გადაგვაქვს ინფექცია. ხელთათმანიანი ხელითაც შეიძლება ამის გადატანა, ამიტომ ხშირად დავიმუშავოთ ხელთათმანიანი ხელები,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system