თავში

პაატა იმნაძე: კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება

პაატა იმნაძე: კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება
პაატა იმნაძე: კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები, ძირითადად, ოჯახური ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერებია.

,,კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხებათ. სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად, სამწუხაროდ, ჩვენ რაც გვაქვს შემთხვევები საქართველოში, ეს არის ძირითადად ოჯახური ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. თვითიზოლაციაში როცაა ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი, ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს შორისაც. ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ, ამ ლაპარაკის დროსაც, კარგი იქნება. ღია სივრცეში, ეს უნდა იყოს მინიმუმ მეტრნახევარი, დახურულ სივრცეში, მინიმუმ ორი მეტრი", - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system