თავში

პაატა იმნაძე: კორონა არსად გამქრალა

პაატა იმნაძე: კორონა არსად გამქრალა
პაატა იმნაძე: კორონა არსად გამქრალა

კორონა არსად გამქრალა, კორონა აგრძელებს ჩვენ გვერდით ყოფნას, - ამის შესახებ განცხადება პაატა იმნაძემ გააკეთა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური საქმიანობა ეტაპობრივად გაიხსნა, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა. 

„შემოდგომა-ზამთრამდე წინ ზაფხული გვაქვს. იგივე ჩინეთში, მთელი პროვინცია დაიხურა იმიტომ, რომ იქ შემთხვევებია. იმ ქვეყნებში, სადაც გაიხსნა ეტაპობრივად ეკონომიკური საქმიანობა, დაფიქსირდა უკვე შემთხვევების მკვეთრი მატება. ჩვენ საბედნიეროდ ისე განვლეთ ეს პერიოდი, რომ ქვეყანაში ბევრი შემთხვევა არ გვქონია, პრინციპში, ნაკლები დანაკარგებით მოვედით დღევანდელ დღემდე. ფაქტი ერთია, კორონა არსად გამქრალა, კორონა აგრძელებს ჩვენ გვერდით ყოფნას. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რადგან მართლაც არ იყო ადვილი მთელი პერიოდის გადატანა, გარკვეული შეზღუდვები ახლაც არის, ზოგიერთი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ყველაფერი ეს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად კეთდებოდა. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ კორონასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, რამდენიმე რაღაც არის, რაც უნდა გავითვალისწინოთ იქამდე, სანამ კორონა იქნება და არ გვექნება ეფექტიანი სამედიცინო საშუალება კორონას დასამარცხებლად, ან ვაქცინა, ან ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება. ბრძოლის წესად რჩება: ნიღბების ტარება განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში, სოციალური დისტანცირება, მაქსიმალურად თავის არიდება ხალხმრავალი თავყრილობებისგან და ხელების ჰიგიენა“, - განაცხადა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system