თავში

პაატა იმნაძე: საქართველოში ინფიცირების წყარო მხოლოდ სამ შემთხვევაშია უცნობი

პაატა იმნაძე: საქართველოში ინფიცირების წყარო მხოლოდ სამ შემთხვევაშია უცნობი
პაატა იმნაძე: საქართველოში ინფიცირების წყარო მხოლოდ სამ შემთხვევაშია უცნობი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით საქართველოში ინფიცირების წყარო მხოლოდ სამ შემთხვევაშია უცნობი. პაატა იმნაძის თქმით ბოლო დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც არ იყო დაკავშირებული უკვე სხვა ცნობილ შემთხვევებთან, ქვეყანაში არ არის.

„ბოლო დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც არ იყო დაკავშირებული უკვე სხვა ცნობილ შემთხვევებთან, ქვეყანაში არ არის. ან შემოტანილი შემთხვევებია, ვთქვათ იყო რამდენიმე შემთხვევა თურქეთიდან შემოტანილი, დანარჩენი ყველა დაკავშირებულია უკვე ცნობილ შემთხვევებთან.

ინფიცირების წყარო უცნობი ჯერ არის დაახლოებით სამ შემთხვევაში, როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა, თორემ, შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი. შემდეგ საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე. მათ შორის ვიყენებთ სეკვენირებასაც, რომ დავაკავშიროთ ვთქვათ უკვე შესაძლო კლასტერები ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system