თავში

პაატა იმნაძე: სტაბილიზაცია მოხერხდა

პაატა იმნაძე: სტაბილიზაცია მოხერხდა
პაატა იმნაძე: სტაბილიზაცია მოხერხდა

"წინა კვირა გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაცია მოხერხდა, შეზღუდვების დაწესების შემდგომ და ოდნავ კლების ტენდენციაც გამოჩნდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ წესები, რათა არ განმეორდეს იგივე სცენარი, რაც მოხდა ნოემბრის ბოლოს, როდესაც ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მოულოდნელად იმატა. 

"სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მეტია, იმიტომ რომ დროში მოჰყვება ორი კვირის მერე. წინა ორი კვირის წინ 4000 და 5000 შემთხვევა იყო, ახლა მძიმდებიან ის ადამიანები. აქედან გამომდინარე ძალიან ფრთხილად ვეკიდებით შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს და იმედი გვაქვს, რომ თუ რამე შემსუბუქებები იქნება, მერე ადამიანებმა, თვითონ ჩვენ და ბიზნესმა უნდა დავიცვათ წესები, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც იყო ნოემბრის ბოლოს. დეკემბრის დასაწყისში“, - განაცხადა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system