თავში

პაატა იმნაძემ ფარმაცევტების სავალდებულო ტესტირებაზე ისაუბრა

პაატა იმნაძემ ფარმაცევტების სავალდებულო ტესტირებაზე ისაუბრა
პაატა იმნაძემ ფარმაცევტების სავალდებულო ტესტირებაზე ისაუბრა

ფარმაცევტებისა და სასურსათო მაღაზიების პერსონალის სავალდებულო ტესტირების აუიცილებლობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერ ვერ ხედავს. ამის შესახებ ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ეს ღონისძიება გატარდება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგება.

„ყველა სიცხიანი და პნევმონიის მქონე პაციენტის ტესტირება ხორციელდება არა მხოლოდ ცხელების ცენტრებსა და კოვიდ-კლინიკებში, არამედ საქართველოს მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. რაც შეეხება ფარმაცევტების და სასურსათო მაღაზიების პერსონალის სავალდებულო ტესტირების აუცილებლობას, მიზნობრივი ტესტირების გაფართოება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ეს ღონისძიება გატარდება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგება“, - განაცხადა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system