თავში

პაატა იმნაძის ორსული შვილი კორონავირუსზე აიცრა

პაატა იმნაძის ორსული შვილი კორონავირუსზე აიცრა
პაატა იმნაძის ორსული შვილი კორონავირუსზე აიცრა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში "ფაიზერის“ ვაქცინით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ორსული შვილი აიცრა.

შვილის ვაქცინაციის პროცესს აკვირდებოდა პაატა იმნაძეც. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, "ფაიზრეით" ორსულების აცრა დაშვებულია. , რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა დაშვებულია.

„ოჯახში ჩემი ქალიშვილი ერთადერთი იყო, რომელსაც ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული, რომელიც არის ფეხმძიმედ და ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას , რომელიც არის დაშვებული ორსულებისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს და ვიცი, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ სხვას ვერაფერს ვიზამთ გარდა იმისა, რომ ყველანი ვიყოთ აცრილები, რათა ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე იყოს დაცული. ვიცი, რომ ორსულებში საკმაოდ აქტიურად დაიწყო აცრა. აცრამდე მომზადება და გამოკვლევა საჭირო არაა, მთავარია, აცრის შემდეგ მოქალაქე დარჩეს ასაცრელ სივრცეში, თუ განვითარდება რამე გართულება, უახლოეს წუთებში დროულად მოხდეს ჩართვა. ყველას გვეშინია ანაფილაქსიური შოკის, მაგრამ ნახევარ მილიონ აცრილებში გვაქვს ოთხი ანაფილაქსიური შემთხვევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system