თავში

პაატა სალია: რუსთავი 2-ის წილის დაყადაღებას გავასაჩივრებთ

პაატა სალია: რუსთავი 2-ის წილის დაყადაღებას გავასაჩივრებთ
პაატა სალია: რუსთავი 2-ის წილის დაყადაღებას გავასაჩივრებთ

არხის 60 %-იანი წილის დაყადაღების გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა report.ge-ს განუცხადა. 

პაატა სალია, რომელიც ასევე ტელეკომპანიის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატია, აღნშნავს, რომ 60 %-იანი წილის დაყადაღების გადაწყვეტილება გასაჩივრდება, ხოლო გასაჩივრების ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საკითხზე სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს.

სალიას განცხადებით ისინი ელოდებიან დოკუმენტებს სასამართლოსგან და მოსარჩელე მხარისგან. მისივე განმარტებით, „რუსთავი 2“-ის 60 %-იანი წილის დაყადაღების გამო, არხის მუშაობას პრობლემები არ შეექმნება.

"სასამართლოსგან უნდა მივიღოთ განჩინება და მოსარჩელისგან უნდა მივიღოთ სარჩელი. ამ ეტაპზე არც ერთი დოკუმენტი არ მიგვიღია. როცა ჩაგვბარდება მათი მხრიდან სარჩელი, გვექნება 10 დღის ვადა, რომ ვუპასუხოთ შესაგებლით, ხოლო გაანჩიების ჩაბარების შემდეგ, 5 დღის ვადა გვექნება, რომ გავასაჩივროთ. ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ჰქონდათ დიდი დრო, ხანდაზმულობის ვადებში მიემართათ სასამართლოსთვის, რაც არ გაუკეთებიათ. ამ შემთხვევაში ჩვენ დავაყენებთ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით პოზიციას და სასამართლომ ამაზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს. ჩვენი აზრით, არსებობს სრული საფუძველი, გაიზიაროს სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამ ეტაპზე ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი. მას შემდეგ, რაც გავეცნობით სარჩელს, შესაძლოა, გაჩნდეს სხვა არგუმენტებიც, რატომ მიგვაჩნია, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს,“ - განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია "რუსთავი 2 -ის" 60 %-ს ყადაღა დაადო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system