თავში

პანაშვიდები, ტირილი და მანქანების მტვრევა ჩანდა ჩემი ფანჯრიდან - პაციენტი კოვიდკლინიკაში გატარებულ დღეებს აღწერს

პანაშვიდები, ტირილი და მანქანების მტვრევა ჩანდა ჩემი ფანჯრიდან - პაციენტი კოვიდკლინიკაში გატარებულ დღეებს აღწერს
პანაშვიდები, ტირილი და მანქანების მტვრევა ჩანდა ჩემი ფანჯრიდან - პაციენტი კოვიდკლინიკაში გატარებულ დღეებს აღწერს

"ევრონიუს საქართველოს" თანამშრომელი, გიორგი ვარსიმაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კორონავირუსით ინფიცირების პერიოდში, კლინიკაში გატარებულ მძიმე დღეებს აღწერს. მისი თქმით, კლინიკაში საწოლების დეფიციტია. გიორგის მკურნალობის პერიოდში საუნივერსიტეტო კლინიკაში 30 წლის ორსული, 22 წლის გოგო და 28 წლის ბიჭი გარდაიცვალა, მას კი, როგორც თავად ამბობს, ვაქცინის ერთმა დოზამ უშველა. "გამომწერეს საავადმყოფოდან და სახლში ვაგრძელებ მკურნალობას, ყველაფერი წესრიგშია, ვირუსი ფაქტიურად გამქრალია. განსაკუთრებული მადლობა ლევან რატიანს და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უძალიანმაგრეს გუნდს: თამილას, ქეთის, ოთოს და ყველა სხვას.აქვე გეტყვით რომ ფაიზერის ერთმა დოზამ თავისი საქმე გააკეთა და ყველაზე რთული ფაზა მარტივად გადამატანინა. ჩვენს სართულზე აცრილები იყვნენ და მათაც მარტივად გადააქვს.სამწუხაროდ ზედა სართულზებზე სულ სხვა მდგომარეობაა. არ არის საკმარისი საწოლი. მეგობარი 24 საათი ელოდებოდა რომ პალატაში გადაეყვანათ. ჩემი საავადმყოფოში ყოფნისას სამი ადამიანი გარდაიცვალა: 30 წლის ორსული გულის გაჩერებით, 28 წლის ბიჭი ტვინის დაავადებით და ბოლოს 22 წლის გოგოს გაუჩერდა გული. სამი დღე პანაშვიდები, ტირილი და მანქანების მტვრევა ჩანდა ჩემი ფანჯრიდან.მოკლედ ყველა აიცერით, პირბადე ატარეთ, დისტანცია დაიცავით და თავყრილობებს მოერიდეთ. მხოლოდ აცრა არ შველის, ყველა წესი უნდა დავიცვათ.

ეს სურათი პირველ დღესაა გადაღებული, ვისაც პირბადეში გცხელათ დამიჯერეთ ჟანგბადის ნიღაბი უარესია" - წერს გიორგი ვარსიმაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system