თავში

"პანდემიასთან ბრძოლაში გარდამტეხი გახდება" - გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

"პანდემიასთან ბრძოლაში გარდამტეხი გახდება" - გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
პანდემიასთან ბრძოლაში გარდამტეხი გახდება - გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. 

პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ 2021 წლის ბოლომდე პანდემიასთან საბრძოლველად არაერთი მედიკამენტი გამოჩნდება და 2022 წელი გარდამტეხი იქნება.

"✅პანდემიასთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოა ჩართული.

✅წელს ჩვენ არა მარტო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გვაქვს …. წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 2022 წელი ნამდვილად გახდება გარდამტეხი.

✅მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) დღეს დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი მონოკლონური ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.

✅ჯანმრთელობას გისურვებთ.

✅ამ ომს ჩვენ მოვიგებთ!", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 3393 პაციენტი.

ვირუსით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 19 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 23 986-მა ადამიანმა გაიკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system