თავში

პანდემიის დასასრულებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას - გამყრელიძე

პანდემიის დასასრულებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას - გამყრელიძე
პანდემიის დასასრულებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია მოსახლეობის, სულ მცირე, 70%-ის ვაქცინაცია.

მან ვაქცინაციის შესაძლო გართულებებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ვაქცინის გვერდითი მოვლენები მინიმალურია და ის, ძირითადად, ალერგიული რეაქციებით ვლინდება. 

"კოვიდის პანდემია რომ დავასრულოთ, ერთი მთავარი მოქმედება მის წინააღმდეგ გადის სწორედ ეფექტურ ვაქცინაციაზე, მოსახლეობის, სულ მცირე, 70% უნდა იაცრას. ამიტომ, სწორედ მოგეხსენებათ, ძალიან დაჩქარებული ტემპი და ბიოტექნოლოგიები დღეს ამის საფუძველს იძლევა., შეიქმნა რამდენიმე დასახელების ვაქცინა, რომლითაც, დღევანდელი რიცხვით, დაახლოებით, 48-49 მილიონი ადამიანი აცრილია.

გვერდითი ეფექტები, ანუ ვაქცინით გამოწვეული გართულებები არის მინიმალური. თუმცა, რა თქმა უნდა, არის. ცოტა მეტი იყო "ფაიზერის" შემთხვევაში, რადგან ეს ინოვაციური ვაქცინაა და იყო ალერგიული გართულებები. ამიტომ, ერთ-ერთ უკუჩვენებათდ ითვლება, თუ ანამნეზში არის სერიოზული ალერგიული რეაქციები. ექიმმა კარგად უნდა განსაზღვროს, როდესაც ადამიანს, ვინც უნდა აიცრას, გამოკითხვას ჩაუტარებს და ამისთვის სპეციალური კითხვარები არის შედგენილი, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს აიცრას თუ არ აიცრას ადამიანი,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system