თავში

პანდემიის მოულოდნელი შედეგი - სად გაქრა გრიპი?

პანდემიის მოულოდნელი შედეგი - სად გაქრა გრიპი?
პანდემიის მოულოდნელი შედეგი - სად გაქრა გრიპი?

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის საწინააღდეგო შეზღუდვებმა მსოფლიოსა და საქართველოში გრიპის ვირუსი გააქრო.

მისი თქმით, გრიპის სეზონი საქართველოში ისე დამთავრდა, რომ 5 თვის განმავლობაში ერთეული შემთხვევები გამოვლინდა. 

„პანდემიამ გვიჩვენა ერთი უცნაური ფაქტი, რომელიც სრულიად მოულოდნელი იყო. პრაქტიკულად მსოფლიოში და არამარტო საქართველოში, ნიღბებით, სკოლებისა და ბაღების ჩაკეტვით გავაქრეთ გრიპი, რესპირაციული ინფექციები.

10 დღის წინ დამთავრდა საქართველოში გრიპის სეზონი. ნოემბერ-მარტის პერიოდში გვაქვს სეზონი ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

საქართველოში გრიპის ორად ორი შემთხვევა დაფიქსირდა 5 თვის განმავლობაში. მანამდე კვირაში იყო 15-20 შემთხვევა. გრიპი და მძიმე რესპირაციული ინფექციები პრაქტიკულად შესაძლებელია, რომ კონტროლს დაექვემდებაროს.

ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მაჩვენებელი გრიპის ვაქცინაციის და ბევრი მშობელი თამამად იყენებს ვაქცინას და ყოველწლიურად ამ მშობლების რაოდენობა მატულობს“, – განაცხადა ჩხაიძემ “პალიტრანიუსის” ეთრში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system