თავში

პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით - ტიკარაძე

პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით - ტიკარაძე
პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებზე ისაუბრა. 

როგორც მინისტრმა განაცხადა, პანდემიის პირველ ტალღას ქვეყანა დრამატული შედეგების გარეშე გაუმკლავდა.

„ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით. დაბალი გავრცელების მიუხედავად, ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, რომ ვემზადებოდით მეორე, ბევრად რთული ეტაპისთვის, რომელიც ჩვენი გათვლებით შემოდგომაზე დაიწყებოდა. პროგნოზი გამართლდა და სექტემბრის დასაწყისიდან შემთხვევების მკვეთრი მატების ტენდენცია დაფიქსირდა. სწორედ წინასწარ მიღებული ზომების შედეგია, რომ გავრცელების მაღალი ნიშნულის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ინარჩუნებს მდგრადობას და დღეს ყველა პაციენტს მიეწოდება მისთვის საჭირო მომსახურება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 538 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 222 143-ს მიაღწია.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 2 766 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 206 313-მდე.

კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა. სულ, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 2 418 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system