თავში

პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება - გამყრელიძე

პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება - გამყრელიძე
პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება - გამყრელიძე

ივლისამდე უნდა ავიდეთ დღეში 10-12 ათას აცრილ ადამიანამდე, რომ სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდეთ. ერთმანეთის გვერდით ყოფნით, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, გუშინ, 24 საათის განმავლობაში 1600-მდე პირი აიცრა, მაგრამ ეს  საკმარისი რაოდენობა არ არის. 

"პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება, ერთმანეთის გვერდით ყოფნით წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ. დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში აცრილია 35 ათასამდე ადამიანი. გუშინ, 24 საათში, 1600-მდე აიცრა, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ჩვენ ყოველდღიურად 2-3 ათასამდე აცრა გვჭირდება. მაგრამ ამ რიცხვმაც უნდა მოიმატოს და ივლისამდე უნდა ავიდეთ დღეში 10-12 ათას აცრილ ადამიანამდე, რომ სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდეთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system