თავში

პანდემია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი - თბილისის მეტრო დღეს - PHOTO

პანდემია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი - თბილისის მეტრო დღეს - PHOTO
პანდემია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი - თბილისის მეტრო დღეს - PHOTO

თბილისის მეტროპოლიტენში პიკის საათებში ხალხმრავლობაა.

აღნიშნული ფოტოები მეტროსადგურ ,,ახმეტელში" report.ge-ს კორესპონდენტმა, დაახლოებით, 18:30 საათზეა გადაღებული. 

როგორც ფოტოებიდან ჩანს, კორონავირუსის პანდემიისას, მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში დისტანციის დაცვას ვერ ახერხებენ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 282 260 შემთხვევა. 

გამოჯანმრთელდა 437 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 273 604 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 3 785 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system