თავში

პანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმას პატიმრობა მიესაჯა

პანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმას პატიმრობა მიესაჯა
პანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმას პატიმრობა მიესაჯა

პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმას, შმაგი მუთოშვილს, თელავის რაიონულმა სასამართლომ 4.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მუთოშვილს სახელმწიფო ბრალდება სამი მუხლით ედავებოდა, მათგან სასამართლომ მხოლოდ ერთ- იარაღის უკანონო ტარების მუხლში გაამტყუნა, ხოლო დანარჩენ ორ ბრალდებაში - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში გაამართლა.

განაჩენის გამოცხადებას მუთოშვილების ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა. ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებს.

შმაგი მუთოშვილი გასულ წელს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს, რა დროსაც, ვისური მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული პირის, მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. მუთოშვილი გასული წლის სექტემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system