თავში

პანკისში სათემო რადიოს ხელმძღვანელის გაძევებას ითხოვენ

პანკისში სათემო რადიოს ხელმძღვანელის გაძევებას ითხოვენ
პანკისში სათემო რადიოს ხელმძღვანელის გაძევებას ითხოვენ

პანკისში გამართულ აქციაზე შეკრებილი დუისის მოსახელობა სათემო რადიოს ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილის პანკისიდან გაძევებას მოითხოვს. 

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტი ეთნიკური შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს. როგორც დუისელები აცხადებენ, მათი მოთხოვნა მხოლოდ გელა მთივლიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებაა და არა რადიოს დახურვა, რადგან იქ სხვა ადამიანებიც მუშაობენ და მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. 

"მან ჩვენ წარმოგვაჩინა ველურებად და ძალადობის მომხრეებად, მივმართავთ მას, რომ ცოტა კორექტული იყოს ხალხთან დამოკიდებულებაში", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system