თავში

პანსიონის აღსაზრდელებს, ზიანის ანაზღაურებისთვის, სასამართლომ 35 000 ლარი მიაკუთვნა

პანსიონის აღსაზრდელებს, ზიანის ანაზღაურებისთვის, სასამართლომ 35 000 ლარი მიაკუთვნა
პანსიონის აღსაზრდელებს, ზიანის ანაზღაურებისთვის, სასამართლომ 35 000 ლარი მიაკუთვნა

სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო. პანსიონის სამ აღსაზრდელს კი მოსამართლემ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მაიკუთვნა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.

"დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო და დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა.ბავშვები, 2 წლის წინ, სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე, გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა. ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი.საქმე განიხილა მოსამართლე დავით წერეთელმა.სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system