თავში

პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არა თუ საჭირო, არამედ ვალდებულებაა - ტიკარაძე

პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არა თუ საჭირო, არამედ ვალდებულებაა - ტიკარაძე
პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა  არა თუ საჭირო, არამედ ვალდებულებაა - ტიკარაძე

ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა  არა თუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პანსიონში სოცმუშაკები მუშაობენ და სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და პანსიონის ახალ ხელმძღვანელობასთან ძალიან პროდუქტიული იქნება. შესაბამისად, მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც იცავს მათ ინტერესებს. ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს მთავარი საგანი ბავშვის ინტერესებია და ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მთავარი კრიტერიუმია, რომ ბავშვები უნდა გადავიდნენ მცირე ზომის პანსიონებში, სადაც მათ ექნებათ ოჯახის ტიპის სამყოფელი. შესაბამისად, გაცილებით უკეთ იქნება დაცული მათი კეთილდღეობა. გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ იმის დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ“, - განაცხადა მინისტრმა.

ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელი მეუფე იაკობი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ხვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system