თავში

პანსიონში შევალთ, თუ ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდება - ლომჯარია

პანსიონში შევალთ, თუ ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდება - ლომჯარია
პანსიონში შევალთ, თუ ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდება - ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ უახლოეს დღეებში ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ომბუდსმენი დაწესებულებაში მონიტორინგს განახორციელებს. 

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვები საკმაოდ სტრესულ გარემოში იმყოფებიან.

„ვინაიდან ჩვენ გამო ძალიან სერიოზული წნეხი და ზეწოლა ხორციელდებოდა ბავშვებზე, ისინი საკმაოდ სტრესულ გარემოში იმოფებიან, მათთან ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში იმყოფება სოციალური მუშაკები, ჩვენ არ გვინდოდა, რომ მათთვის დამატებით შეგვექმნა დაძაბული და სტრესული გარემო, ამიტომ, თავს ვიკავებდით კიდევ ერთი ვიზიტის განხორციელებისგან, თუმცა, თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანა, მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მონიტორინგი განვახორციელოთ. ამ წუთას ჩემი მონიტორინგის ჯგუფი აჭარაში იმყოფება და სხვა ბავშვთა დაწესებულებებს ამონიტორინგებს. როდესაც ისინი დაბრუნდებიან, ვითარებას შევაფასებთ და ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე დავგეგმავთ“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system