თავში

"პაპა ღამე ძალადობდა" - რა წერია არასრულწლოვანის ჩვენებაში

"პაპა ღამე ძალადობდა" - რა წერია არასრულწლოვანის ჩვენებაში
პაპა ღამე ძალადობდა - რა წერია არასრულწლოვანის ჩვენებაში

არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენებით, რომლის ბაბუაც 14 ოქტომბერს დააკავეს, ირკვევა, რომ ოჯახის წევრმა მასზე 100-ჯერ და მეტჯერ იძალადა.

დაზარალებულის დედის ჩვენების მიხედვით, რომელიც "ინტერპრესნიუსმა" მოიპოვა, ირკვევა, რომ შვილებს სექსთან და ძალადობასთან დაკავშირებით ესაუბრებოდა, რა დროსაც მისმა მცირეწლოვანმა ქალიშვილმა გაუმხილა, რომ ბაბუა მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. 

"დედამ ყველაფერი გამოკითხა, ბავშვმა მას საშინელი რაღაც მოუყვა. კერძოდ, შაბათ-კვირას, როცა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისად ბავშვები ოჯახში მიჰყავდათ, მასზე პაპა ღამე ძალადობდა. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, 8 წლის ასაკიდან 10-წლამდე მასზე პაპამ 30-40-ჯერ იძალადა - ხელებით მის სასქესო ორგანოს ეხებოდა. მისივე ჩვენებით, როცა 10 წლის გახდა, უკვე, როგორც ქალს, ისე ეფერებოდა და სქესობრივი აქტის დამყარებას ჰქონდა ადგილი. 

ჩვენების მიხედვით, ასეთ შემთხვევას 50-60-ჯერ ჰქონდა ადგილი. ბავშვი ამბობს, რომ მთელი ამ 5 წლის მანძილზე პაპამ მასზე დაახლოებით 100-ზე მეტჯერ იძალადა.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დედა მეორე დღეს, დაახლოებით შუადღეს მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი გაუპატიურებული იყო. ბავშვი დაიკითხა, და ის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წაიყვანეს. ექსპერტმა დაადგინა, რომ საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ არის, მაგრამ მიუხედავად მსგავსი მტკიცებულებისა, ის საქმეში წარმოდგენილი არ არის. ბრალდებამ აღნიშნულ ქმედებას გაუპატიურების, ძალადობის, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის კვალიფიკაცია მისცა. როგორც იცით, დააკავეს 53 წლის პაპა, რომელიც მეორე ჯგუფის შშმ პირია 32 წელია, მარჯვენა ფეხი საერთოდ არ აქვს და ყავარჯნებით სარგებლობს, ის 74 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს“, - აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა.

ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ გაუპატიურების ფაქტი არ დგინდება, რადგან საქალწულე აპკი ბავშვს შენარჩუნებული აქვს. 

დაცვის მხარე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ამბავი მოგონილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system