თავში

პაატა იმნაძის რეკომენდაციები სახლში მყოფ ინფიცირებულებს

პაატა იმნაძის რეკომენდაციები სახლში მყოფ ინფიცირებულებს
პაატა იმნაძის რეკომენდაციები სახლში მყოფ ინფიცირებულებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ბინაზე მყოფ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს რეკომენდაციებით მიმართავს. 

იმნაძე ინფიცირებულებს, მოძრაობასა და სითხეების მიღებას ურჩევს.

,,შესაძლოა, ვირუსმა სისხლის შედედებაზე იმოქმედოს. ამიტომ დავისვენოთ, თუმცა ვიმოძრაოთ სახლში. თვითმფრინავში ვინც მჯდარა, ძალიან დიდხანს რომ ერთ პოზაში ხარ, არ შეიძლება, ამიტომ სჯობს ვიაროთ აქეთ-იქით, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს. თუ სითხესაც მივიღებთ, მარტივად რომ ვთქვა, სისხლი უფრო მოძრავი იქნება ჩვენს სისხლძარღვებში. ასეთ დროს კარგია ლიმონიანი ჩაი.

თუ სამედიცინო ჩვენებაა, არსებობს ოჯახის ექიმი, რომელმაც უნდა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა. თუ რისკფაქტორია და რაიმე მძიმდება, პაციენტი უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში", - განაცხადა პაატა იმნაძემ გადაცემა "პოლიტმეტრში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system