თავში

,,პანიკის და აღელვების საფუძველი არ არის" - პედიატრი

,,პანიკის და აღელვების საფუძველი არ არის" - პედიატრი
,,პანიკის და აღელვების საფუძველი არ არის - პედიატრი

პედიატრმა ეკა უბერმა ბავშვებში პოსკოვიდურ დაავადებაზე - მულტიორგანულ ანთებით სინდრომზე ისაუბრა.

მისი თქმით, დაავადების სიმპტომები ხშირად ჰგავს სხვა დაავადების სიმპტომებს, რის გამოც, პანიკა უსაფუძვლოა.

გარდა ამისა, ექიმის ინფორმაციით, მულტიორგანული ანთებითი სინდრომის შემთხვევები უიშვიათესია.

,,მინდა გავამახვილო ყურადღება მულტიორგანულ ანთებით სინდრომზე, რომელიც უიშვიათესია, 0.02%-ს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ. მას აქვს თავისი სიმპტომატიკა, თუმცა, ეს სიმპტომატიკა - ცხელება, მუცლის ტკივილი, ღებინება, შესაძლებელია იყოს სხვა დაავადების სიმპტომი, ამიტომაც პანიკის და აღელვების საფუძველი არ არის.

ამ დაავადების დიაგნოსტიკა მხოლოდ ექიმს ძალუძს, ექიმმა უნდა დაადასტუროს ან გამორიცხოს დაავადება. ამ შემთხვევაში, სასურველია პირველი სიმპტომებისთანავე მიმართოთ ექიმს და ის გადაწყვეტს, ეს არის პოსტკოვიდის გართულებული ვარიანტი, თუ სხვა ვირუსული დაავადება, რომელსაც ბანალური მკურნალობა სჭირდება,"- განაცხადა პედიატრმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system