თავში

თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა გაიზარდა

​თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა გაიზარდა
თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა გაიზარდა

თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარი გახდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ცვლილების ინიციატივით პარლამენტს თბილისის მერიამ მიმართა, მიზეზი კი, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება იყო.

„პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. ჩვენ მივმართეთ პარლამენტს და თხოვნა იყო, დაემუშავებინათ კანონპროექტი. გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით გაზარდა ჯარიმა და გახდა 50 ლარი. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. აგრეთვე ის გარემოება, რომ ქალაქში უკვე დაიწყო და მოქმედებს ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეიცვალა პარკირების ჯარიმის ჩაბარების წესიც.

„აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი. ახლა, თუ ფოსტით ვერ მოხდა ოქმის მიწოდება, იგი გამოქვეყნება სპეციალურ ვებგვერდზე – tp.ge. ამ მოდელს იყენებს შსს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი გადაიხდის ჯარიმას, მიიღებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system