თავში

პარლამენტთან აქციაზე 20 პირია დაკავებული

პარლამენტთან აქციაზე 20 პირია დაკავებული
პარლამენტთან აქციაზე 20 პირია დაკავებული

პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს 20 პირი დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ, კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ ცდილობდნენ.

მათ კარვის გაშლის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

პირველი დაპირისპირების დროს პარლამენტთან აქციაზე 10 პირი დააკავეს. 

ვითარება ადგილზე კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა, აქციის მონაწილეების დაკავება გააპროტესტა და პარლამენტის წინ კარვის გაშლა დააპირა. ამის უფლება მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

დაპირისპირების დროს პოლიციამ კიდევ 10 აქტივისტი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system