თავში

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციაზე სიტყვით გამოსვლები ამ წუთებში დაიწყო.

აქციის მონაწილეები 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ მოძრაობა გადაკეტილია. 

მედიის წარმომადგენლების ორგანიზებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა. 

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system