თავში

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მირზა ფათალი ახუნდოვის ხსოვნას პატივი მიაგეს - PHOTO

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მირზა ფათალი ახუნდოვის ხსოვნას პატივი მიაგეს - PHOTO
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მირზა ფათალი ახუნდოვის ხსოვნას პატივი მიაგეს - PHOTO

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აზერბაიჯანელი მწერლის, ფილოსოფოსისა და აზერბაიჯანული დრამატურგიის ფუძემდებლის, მირზა ფათალი ახუნდოვის გარდაცვალების 143 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

მ.ფ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განიხილეს მწერლის შემოქმედება, მისი 44 წლიანი ცხოვრება და საქმიანობა საქართველოს დედაქალაქში.

მუზეუმის დირექტორმა ლეილა ალიევამ ისაუბრა აზერბაიჯანულ ლიტერატურაში მწერლის ფასდაუდებელ როლსა და მის საგანმანათლებლო საქმიანობაზე.

ბიბლიოთეკის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან თაქთაქიშვილმა ღონისძიების გამართვა დადებითად შეაფასა და ქართულ-აზერბაიჯანულ ლიტერატურულ კავშირებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკის ფონდში დაცულია არაერთი ისტორიული დოკუმენტი, საგაზეთო მასალები და პუბლიკაციები აზერბაიჯანელი მწერლების შესახებ. 

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა, ახუნდოვის საგანმანათლებლო საქმიანობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მწერლის შემოქმედებითი მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობას. 

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო მირზა ფათალი ახუნდოვისა და მისი ოჯახის წევრების ფოტოგამოფენა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ დრამატურგის წიგნების ქართულ და აზერბაიჯანულენოვანი გამოცემებიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system