
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა. ერთ-ერთი დემონსტრანტი კი შეუძლოდ გახდა. მას გული გაუხდა ცუდად. პირველადი დახმარება მას ადგილზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს.
ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.