თავში

პარლამენტის წინ ერთკაციანი აქცია გაიმართა

პარლამენტის წინ ერთკაციანი აქცია გაიმართა
პარლამენტის წინ ერთკაციანი აქცია გაიმართა

"პარლამენტის კაბინეტებიდან დიქტატორული რეჟიმები არ მარცხდება",- ამ ლოზუნგით პარლამენტის წინ ერთკაციანი აქცია გაიმართა. 

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, რეჟიმის დასასრულებლად თავგანწირული ბრძოლაა საჭირო.

"დღევანდელი აქციის გაუქმება არის დასტური იმისა, რომ ოპოზიცია პარლამენტში ოცნების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მექანიზმისთვის კი არ შედის, არამედ ის უარს ამბობს პრინციპულ, თავგანწირულ ბრძოლაზე რასაც ქუჩის აქციები ჰქვია და აპირებს პარლამენტის თბილი სავარძლებიდან გააგრძელოს მცდელობა ოლიგარქის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად. ოპოზიციას უნდა ესმოდეს, რომ პარლამენტის კაბინეტებიდან დიქტატორული რეჟიმები არ მარცხდება და ამისათვის თავგანწირული ბრძოლაა საჭირო!",- განაცხადა მამუკა ჯუღელმა report.ge-სთან საუბარში.

ცნობისთვის, 15 მაისს ოპოზიციური პარტიის ლიდერებს დიდი საპროტესტო აქცია ჰქონდათ დაგეგმილი, რომელიც გაუქმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system