თავში

პარლამენტმა შეზღუდული შესაძლებლობების თემაზე საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

პარლამენტმა შეზღუდული შესაძლებლობების თემაზე საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა
პარლამენტმა შეზღუდული შესაძლებლობების თემაზე საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო ფორუმს - შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა - უმასპინძლა. ფორუმი კულმინაციაა ოთხწლიანი პროგრამისა, რომელსაც საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში 2015 წლიდან ბრიტანეთის საბჭო ახორციელებს. ფორუმის მიზანია გამოცდილების გაზიარება და დისკუსია ინკლუზიური საზოგადოების განვითარებაზე ხელოვნების საშუალებით. სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიმართა.

,,არ არსებობს შეზღუდვა მათთვის, ვინც ოცნებობს, მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა’’ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თავის მიმართვაში.

დღესვე, ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ქეთი მატაბელის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. ეს არის უსინათლოებისა და მცირემხედველების ერთადერთი ჯგუფი, რომელიც მუშაობს სახვითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნის სფეროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system