თავში

პარლამენტში, ექსკურსიებზე ბავშვების უსაფრთხოდ გადაყვანის საკითხებზე იმსაჯელეს

პარლამენტში, ექსკურსიებზე ბავშვების უსაფრთხოდ გადაყვანის საკითხებზე იმსაჯელეს
პარლამენტში, ექსკურსიებზე ბავშვების უსაფრთხოდ გადაყვანის საკითხებზე იმსაჯელეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კანონპროექტი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს, არეგულირებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას - ექსკურსიისას ბავშვების/მოსწავლეების ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის საკითხს, რითაც მაქსიმალურად შემცირდება სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკი.

საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის შენიშვნები და დათქმები, რომელთა გათვალისწინებითაც მოხდა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, რომელშიც პარლამენტის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებმა, დარგის სპეციალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system