თავში

პარლამენტთან კიდევ ერთი კარავი გაშალეს

პარლამენტთან კიდევ ერთი კარავი გაშალეს
პარლამენტთან კიდევ ერთი კარავი გაშალეს

ოპოზიციური პარტიების აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან დამატებით კიდევ ერთი კარავი გაშალეს.

მათი თქმით, ისინი პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, სანამ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს.

"დღეს მეცამეტე კარავი იშლება პარლამენტის წინ, ახლა ბათუმიდან ჩამოვიდა ხალხი, გაშლიან კარავს. ყველანი ნათლად ვხედავთ ახალგაზრდებთან და ასეთ აქტიურ ადამიანებთან დაპირისპირება საპოლიციო ძალებისა შედეგს ვეღარ გამოიღებს ვერანაირად. აუცილებლად მოხდება საზოგადოების გამარჯვება, აუცილებლად დაინიშნება ვადამდელი არჩევნები", – აცხადებს  აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა გუშინ კარვები გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. პოლიციამ მათ კონსტრუქციების დაშლა, ან ტროტუარზე გადატანა მოსთხოვა და ამისთვის გონივრული ვადა - 40 წუთი მისცა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციური პარტიის წევრებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობასთან მსვლელობა გამართეს. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system