თავში

პარლამენტთან მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს

პარლამენტთან მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს
პარლამენტთან მოძრაობა შეცვალეს წევრებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს

პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მოძრაობა #შეცვალეს წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ჭურჭელი მიიტანეს, რომელშიც წყალი ჩაასხეს. მათი განცხადებით, ამ ფორმით, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის იტალიაში, კომოს ტბაზე მოგზაურობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მივლენ ყველგან, სადაც უსამართლობას დაინახავენ და "ქართული ოცნების" წევრებს დისკომფორტს შეუქმნიან. თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შეიქმნა ღონისძიება სახელწოდებით „გვაჩვენოს თალაკვაძემ პასპორტი“, ღონისძიების მიზანია პარლამენტის თავმჯდომარემ დაამტკიცოს მის მიერ უარყოფილი ინფორმაცია, რომ ის კომოს ტბაზე არ ისვენებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system