თავში

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.

აქციის მონაწილეებმა საშვთა ბიუროსთან, მავთულხლართები მიიტანეს და განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოში მიმდინარე მოვლენების ლუსტრაცია.

მათი თქმით, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, რუსულ ოკუპაციასთან არის დაკავშირებული.

ადგილზე  ნიკა მელიას ადვოკატები, დიმიტრი საძაგლიშვილი, ბექა ბასილაია და გიორგი კონდახაშვილი იმყოფებიან. ისინი პარლამენტის შენობაში შესვლას ითხოვენ. ამასთან, მათ მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუშვან საშვი, რათა მათ პარლამენტში შესვლისა და პროკურორისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცეთ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს ამ წუთებში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.

უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუ ვინმე მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, ეს იქნება "ქართული ოცნების" მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system