თავში

პარლამენტთან წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა

პარლამენტთან წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა
პარლამენტთან წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინგოროყვას ქუჩაზე, წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.

ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა ძალადობრივი ჯგუფების აქციის დასაშლელად პოლიცია წყლის ჭავლს. 

რუსთაველის გამზირზე კვლავ დაძაბული ვითარებაა.

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა.

ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს.

ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მისამართით ქვებს, ბოთლებს და კვერცხებს ისვრიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system