თავში

პარმენ ჯალაღონია არის მთავარი გამყალბებელი - აქცია-პერფორმანსი ბათუმში

პარმენ ჯალაღონია არის მთავარი გამყალბებელი - აქცია-პერფორმანსი ბათუმში
პარმენ ჯალაღონია არის მთავარი გამყალბებელი - აქცია-პერფორმანსი ბათუმში

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შედეგები გააპროტესტეს. 

პერფორმანსის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, პარმენ ჯალაღონიას ე. წ. სერტიფიკატი მიუტანეს, რომელზეც წერია, რომ სწორედ ის არის მთავარი გამყალბებელი.

აქციის მონაწილეები ჯალაღონიასთვის სერტიფიკატის გადაცემას და შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system