თავში

პარტერის პირველ რიგში იყო მისი ადგილი - ნიკოლოზ რაჭველი

პარტერის პირველ რიგში იყო მისი ადგილი - ნიკოლოზ რაჭველი
პარტერის პირველ რიგში იყო მისი ადგილი - ნიკოლოზ რაჭველი

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ლევან ცუცქირიძის გარდაცვალებას ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგადოება დიდ ადამიანს ეთხოვება და აცილებს უკანასკნელ გზაზე. 

ნიკოლოზ რაჭველი სამძიმრის ტექსტს სოციალური ქსელით ავრცელებს. 

"ლევან ცუცქირიძე, ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, უმნიშვნელოვანესი მხატვარი ჩვენი ქვეყნის ხელოვნების მოღვაწეთა შორის და ამავდროულად საოცარი პიროვნება, რომლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის 95 წლიანი ისტორია მუდამ დარჩება ღირსეულობისა და მაღალი პროფესიონალიზმის სიმბოლოდ თაობებისთვის!

ჩემთვის ის რამდენიმე წლის წინ ძალიან ახლობელი გახდა, ტაძარში გავიცანი, მაშინ, როდესაც დედაჩემის გარდაცვალების წლისთავზე მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ტარდებოდა. დავმეგობრდით და შემდგომ უკვე ვიდრე ჯანმრთელობა ხელს უწყობდა მუდამ ვპატიჟებდი მის ულამაზეს ოჯახის წევრებთან ერთად ჩვენი ეროვნული ორკესტრის კონცერტებზე, ყოველთვის ვიცოდი პარტერის რომელ რიგში იყო მისი ადგილი და შიგადაშიგ თვალს გავაყოლებდი, მიხაროდა, თუ შევატყობდი კმაყოფილებას…შემდგომ მისი უნიჭიერესი შვილიშვილის გიორგი ქადაგიძის პირველი მხატვრული ფილმის მუსიკის შექმნის სიხარული მხვდა წილად და მიხაროდა, რომ რეჟისორის ბაბუა ჩვენი შემოქმედებითი ტანდემით ამაყი იყო", - ნათქვამია ნიკოლოზ რაჭველის სამძიმარში.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system