თავში

პასპორტების სიძლიერის ინდექსში ქართული პასპორტის პოზიცია გაუმჯობესდა

პასპორტების სიძლიერის ინდექსში ქართული პასპორტის პოზიცია გაუმჯობესდა
პასპორტების სიძლიერის ინდექსში ქართული პასპორტის პოზიცია გაუმჯობესდა

პასპორტების სიძლიერის გლობალური ინდექსი (The Passport Index) კორონავირუსის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მიხედვით განახლდა. 

ახალი მონაცემებით, სიძლიერის თვალსაზრისით ქართული პასპორტი მე-15 ადგილზეა. 2019 წელს საქართველო ამ სიაში 39-ე ადგილს იკავებდა. სიაში ამჟამად პირველ ადგილს იაპონია და ახალი ზელანდია იყოფენ.

ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს პასპორტის მფლობელებს ამჟამად უვიზოდ მოგზაურობა 57 სახელმწიფოში შეუძლიათ, 35 ქვეყანაში მათთვის ვიზა გაიცემა საზღვარზე, 106 ქვეყანაში სამოგზაუროდ კი ვიზაა საჭირო.

პასპორტის ინდექსი არის ინტერაქტიული ონლაინ-ხელსაწყო, რომელიც გვთავაზობს მონაცემებს სხვადასხვა ქვეყნის პასპორტის შესახებ, მათ შორის, მსოფლიოს პასპორტების შედარებისა და რანჟირების შესაძლებლობას. პასპორტების რეიტინგი ეფუძნება კონკრეტული პასპორტის მფლობელთა მოძრაობის თავისუფლებას და უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system