თავში

პატარა ანიტა გარდაიცვალა

პატარა ანიტა გარდაიცვალა
პატარა ანიტა გარდაიცვალა

 პატარა ანიტა ინდოეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია პატარას გარდაცვალების შესახებ სოციალური ქსელით გავრცელდა. მალევე ის ბავშვის ბებიამ დაადასტურა. 

"მეტ პოსტს ვერ დავწერ, ერთი თხოვნა მაქვს მარტო, არანაირი ცრემლი და არც ერთი სიტყვა, არც ერთი კომენტარი, დუმილით და გულში ვიგლოვოთ ჩვენი ყველასი ანგელოზი,"-წერს ანიტას ბებია თამუნა გლურჯიძე.

ბავშვი მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო დღეებში დამძიმდა. მას შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, რომელსაც ექიმები ვერ აჩერებდნენ. ამას თან ერთვოდა სეფსისი.

ექიმების მცდელობის მიუხედავად, პატარას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

report.ge უსამძიმრებს ოჯახს და ანიტას ყველა ახლობელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system