თავში

პატარძლების აქცია პარლამენტთან

პატარძლების აქცია პარლამენტთან
პატარძლების აქცია პარლამენტთან

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

საკანონმდებლო ორგანოსთან პატარძლები, ივენთ მენეჯერები და გასართობი ცენტრების წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი მთავრობის მიერ პანდემიის გამო დაწესებულ აკრძალვებსა და ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები მიმართავენ პრემიერმინისტრს, ბიზნესომბუდსმენსა და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარონ, რათა ბაზარზე ოპერირება შეძლონ.

აქციაზე იმყოფება პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი და მმართველი საბჭოს წევრი, ზურაბ ჯაფარიძეც. მისი თქმით, ამ ტიპის შეზღუდვებს არანაირი შინაარსი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალა. მთავრობამ
ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system