თავში

პატივს მივაგებთ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას - თეა წულუკიანი

პატივს მივაგებთ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას - თეა წულუკიანი
პატივს მივაგებთ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანმა 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოთქვა სამძიმარი და განაცხადა, რომ 6 წლის წინ სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომის საოცარი პრეცედენტი შეიქმნა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. 

"6 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.

13 ივნისი არის ტრაგიკული დღე, რომელმაც, ამავდროულად, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომის საოცარი პრეცედენტი შექმნა.

უამრავი მოქალაქე მაშველებთან ერთად ჩაერთო სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში.

კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system