თავში

პატრიარქი: ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მაგრამ ღვთის ძალით ყველაფერი დაიძლევა

პატრიარქი: ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მაგრამ ღვთის ძალით ყველაფერი დაიძლევა
პატრიარქი: ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მაგრამ ღვთის ძალით ყველაფერი დაიძლევა

ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას აღნიშნა.

პატრიარქმა მრევლს წმინდა ილია მართლის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს, თაობათა შორის კავშირის შესახებ განსაკუთრებული ლოცვა წარმოითქვა.

,,ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლის დღესასწაულს, ეს ტრადიციული დღესასწაულია. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რომ იყოს კავშირი თაობათა შორის. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე. ახალგაზრდებს ვუსურვებ, რომ პატივი სცენ მამათა თვისთა და დედათა თვისთა, უფროს თაობებს, რათა დღეგრძელნი იყვნენ და კეთილდღეობა სუფევდეს მათთან. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და მსოფლიოს მფარველი" , - აღნიშნა პატრიარქმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system