
პატრიარქი კიდევ 1 600-მდე ბავშვს მონათლავს. საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
ცერემონია 16:00 საათზე დაიწყო. 20:00 საათზე კი ტაძარში კათალიკოს-პატრიარქი მივა და ნათლულებს დალოცავს.
საყოველთაო ნათლობა პატრიარქის იდეით უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. პატრიარქი ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვს ნათლავს.