თავში

პატრიარქი: მქონდა ხილვა და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ სენს

პატრიარქი: მქონდა ხილვა და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ სენს
პატრიარქი: მქონდა ხილვა და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ სენს

ღვთის გარეშე ეს არ იქნებოდა და მისი ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს, - ამის შესაახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც შენდობის ლოცვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.  

“რა რთულია, გამონახოს ადამიანმა გზა, რომელიც მიიყვანს მას სასუფეველამდე. რა ძნელია, დაინახო თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, მაგრამ ეს ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, მოგვეცა ჩვენ იმისათვის რომ გამოვიყენოთ გასარკვევად, სად შავია და სად თეთრია. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი, საიდანაა? ღვთისაგანაა თუ ბოროტისაგანა? ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ღვთის ლოცვით, მისი ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს”,- ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე თქვა, რომ მას ჰქონდა ხილვა, რაც არის ნიშანი, რომ ღვთის ძალით ადამიანი კორონავირუსს მოერევა.

“მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა, და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი დაძლევისათვის”,- ბრძანა პატრიარქმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system