თავში

პატრიარქი თუ დამიდასტურებს, რომ "უძღები შვილი" ვარ, ბოდიშს მოვიხდი - მეუფე პეტრე

პატრიარქი თუ დამიდასტურებს, რომ "უძღები შვილი"
პატრიარქი თუ დამიდასტურებს, რომ უძღები შვილი ვარ,  ბოდიშს მოვიხდი - მეუფე პეტრე

პატრიარქი თუ დამიდასტურებს, რომ მე "უძღები შვილი" ვარ, მზად ვარ მოვიხადო ბოდიში და შენდობა ვითხოვო. მე თუ დავუდასტურებ მას, რომ თავად არის "უძღები შვილი", ღვთის წინაშე, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს, - ამის შესახებ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომელიც საპატრიარქოსთან იმყოფება და ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც მეუფე პეტრე აცხადებს, პატრიარქმა თავისი ჭკუით ის "სახლიდან" გააგდო და ეს უკანონოდ გააკეთა. 

"პატრიარქი თავის თავს მამად მიიჩნევს, მივედი ე.წ. მამასთან და ვუთხარი, რომ თქვენ თუ ხართ ამ ოჯახის უფროსი, ამ ოჯახში ყველაფერი ყარს, არ არის სულიერება, არის უსამართლობა, სისტემური დანაშაული, თქვენ ეკლესიაში უზნეობას მფარველობთ, თქვენ ეკლესიაში მფარველობთ უსამართლობას, პირადი პატიმარი გყავთ, ამიტომ ეს არ არის ქრისტიანობა და დავიწყოთ ამ ოჯახის სიმყრალისგან გათავისუფლება. ამის სანაცვლოდ მამამ, თავისი ჭკუით, სახლიდან გამაგდო, რა თქმა უნდა, უკანონოდ. პატრიარქი თუ დამიდასტურებს, რომ მე "უძღები შვილი" ვარ, მზად ვარ მოვიხადო ბოდიში და შენდობა ვითხოვო. მე თუ დავუდასტურებ მას, რომ თავად არის "უძღები შვილი", ღვთის წინაშე, რომელიც ღმერთს განუდგა და ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ცნობისთვის, მეუფე პეტრე მხარდამჭერებთან ერთად საპატრიარქოსთან მივიდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system