თავში

პატრიარქი: ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი

პატრიარქი: ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი
პატრიარქი: ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში მარიამობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.

,,ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს. ბოროტებას მოაქვს დიდი ნაკლი ადამინისათვის.

ქართველი ადამიანი მოწყალეა. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. ჩვენ გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანია და კეთილია. ღვისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ ხალხის გაჭირვებას.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის, ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში, ადამიანი ბედნიერია. იყავით ბედნიერი, იყავით გახარებული. სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ", - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system