თავში

პატრიარქის განცხადება სინოდის სხდომაზე

პატრიარქის განცხადება სინოდის სხდომაზე
პატრიარქის განცხადება სინოდის სხდომაზე

საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება გამოქვეყნდა.  ილია მეორე აღნიშნავს, რომ რთული პერიოდია და სამღვდელოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გაიაროს ბეწვის ხიდზე. 

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისთვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას, დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ. დღეს შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ. მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არა ერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას. დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელთმთავარს დადებული აქვს ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე. დროის სირთულიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში“, – განაცხადა ილია მეორემ სინოდის სხდომაზე. 

შეგახსენებთ, რომ სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მეუფე პეტრე პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system