თავში

პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა

პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა
პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა

"ღმერთმა ინებოს, რომ უხვად გადამოვიდეს მადლი სულისა წმინდისა", - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარიდან მრევლს სულთმოფენობა მიულოცა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას დღეს აღნიშნავს. ქრისტიანული საუფლო დღესასწაული ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს იმართება.

“გილოცავთ უფლის დღესასწაულს, გილოცავთ სულიწმინდის მოფენას მოციქულებზე. ღმერთი ამპარტავანთა შემოსავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლსა. ღმერთმა ინებოს, რომ უხვად გადამოვიდეს მადლი სულისა წმინდისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ გაგამრავლოთ, თქვენი შვილებით და შვილთაშვილებით. დალოცვილები იყავით. ჩვენთან არის ღმერთი”, – განაცხადა პატრიარქმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system